შპს რივიუსგროუს წესები & პირობები
რივიუსგროუს სერვისის წესები და პირობები
- წესებზე თანხმობა:
ინვოისის მიღებითა და გადახდით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, ეთანხმებით და დაიცავთ ამ გვერდზე მოცემულ წესებსა და პირობებს.
- შედეგების გამოყენება წარმატების ისტორიებისთვის:
რივიუსგროუ უფლებას იტოვებს, რომ გამოიყენოს პროგრამიდან მიღებული, აგრეგიგირებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი შედეგები, რათა შექმნას და გააზიაროს მომხარებელთა წარმატების ისტორიები.
- ინტეგრაციების გამოყენების წესები:
მომხარებლებს შეუძლიათ, კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების ფარგლებში, რივიუსგროუს სერვისი გამოიყენონ ინტეგრაციებთან ერთად, მათ შორის, ისეთ პროგრამებთან, როგორიცაა ალბატო. კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების გადამეტება ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ პოლიტიკას.
- კეთილსინდისიერად სარგებლობის წესები:
რივიუსგროუმ შესაძლოა შეცვალოს ინვოისით გათვალისწინებული სერვისის ღირებულება, თუ მომხარებელი გადააჭარბებს კეთილსინდისიერი სარგებლობის წესებს და მათთვის განსაზღვრულ ყოველთვიურ ლიმიტებს.
- ყოველთვიური გადასახადის რედაქტირება:
რივიუსგროუ უფლებას იტოვებს დაარედაქტიროს მომსახურების ყოველთვიური ღირებულება, თუ მომხარებელი გადააჭარბებს პროგრამის კეთილსინდისიერი სარგებლობის წესებს. შესაძლო ცვლილებების შესახებ მომხარებლებს ინფორმაცია მიეწოდებათ ერთი თვით ადრე.
- კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა:
რივიუსგროუს მიზანია დაიცვას მომხარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.
- წესებისა და პირობების ცვლილება:
რივიუსგროუმ დროთა განმავლობაში შესაძლოა განაახლოს წესები და პირობები.
მომხარებლებს ინფორმაცია მიეწოდებათ ნებისმიერი შინაარსობრივი ცვლილების შესახებ. პროგრამის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ითვალისწინებს განახლებულ წესებსა და პირობებზე თანხმობას.
- სერვისის შეწყვეტა:
რივიუსგროუ უფლებას იტოვებს სერვისი შეუწყვიტოს იმ მომხარებლებს, რომლებიც დაარღვევენ წესებსა და პირობებს. რივიუსგროუ უფლებას იტოვებს სერვისი შეუწყვიტოს მომხარებლებს, რივიუსგროუს სერვისის ყოველთვიური ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში.
- მარეგულირებელი კანონი:
ეს წესები და პირობები რეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შესაძლო დავა, რომელიც წარმოქმნილი იქნება რივიუსგროუს სერვისის გამოყენების შედეგად, დაექვემდებარება საქართველოს საერთო სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას.
- საკონტაქტო ინფორმაცია:
მოცემულ წესებსა და პირობებზე კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით შპს რივიუსგროუს, მეილზე support@reviewsgrow.me .
რივიუსგროუს პროგრამის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ გვერდზე მოცემულ წესებსა და პირობებს.